ბუჩა, მარიუპოლი, ბოროდიანკა და ირპენი - ბევრია იმ ქალაქების ჩამონათვალი უკრაინაში, სადაც რუსული აგრესიის შედეგები იგრძნობა

07 აპრილი 2022, 15:00 1219 ნახვა

ბუჩა, მარიუპოლი, ბოროდიანკა და ირპენი - ბევრია იმ ქალაქების ჩამონათვალი უკრაინაში, სადაც  რუსული აგრესიის შედეგები  იგრძნობა,  სადაც ოკუპანტებმა არ დაინდეს მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვებსაც სასტიკად გაუსწორდნენ.

ირპენი, საიდანაც ბოლო ინფორმაცია ასეთია:  რუსმა ჯარისკაცებმა  დახვრიტეს ხალხი, შემდეგ კი ცხედრებს ტანკებით გადაუარეს.

უკრაინის პრეზიდენტს რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკების სურვილი აღარ აქვს, თუმცა ამის მიუხედავად, ზელენსკი მაინც ამბობს, რომ აუცილებელია ყოველდღიურად გადაიდგას ნაბიჯები რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.   

,,დღის წესრიგი მარტივია, ეს არის იარაღი, იარაღი და იარაღი - რაც უფრო მეტ იარაღს მივიღებთ, მით მეტი ქალაქი არ განადგურდება და აღარ იქნება მეტი ბუჩა“ - მოქალაქეების გადარჩენის და ზოგადად ომის შეჩერების გზას  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ასე ხედავს. 

დასავლეთი სანქციებით,  ამ  ბერკეტით რუსეთის ხელისუფლებისთვის დამატებითი პრობლემების  შექმნით  ცდილობს  ომის და  ზოგადად რუსეთის შეჩერებას. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი