ავსტრალიამ სანქციები დაუწესა რუსეთის კიდევ 67 მოქალაქეს უკრაინაში მოსკოვის ინტერვენციის საპასუხოდ, – ამის შესახებ ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარის პეინმა განაცხადა. ამგვარად, სასანქციო სიაში ავსტრალიას სულ 600-მდე პირი ჰყავს შეყვანილი.
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შავ სიაში მოხვედრილი პირები არიან რუსული ელიტის წარმომადგენლები და ოლიგარქები, რომლებიც პრეზიდენტ პუტინთან არიან დაახლოებული და რომლებიც მხარს უჭერენ, ხელს უწყობენ მის აღმაშფოთებელ ქმედებებს. მათ შორის არიან „მარიუპოლის ყასაბის“ სახელით ცნობილი გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი და ვიცე-პრემიერი დმიტრი გრიგორენკო.