რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობა დაგმო და უკრაინული დროშა გაშალა, რომელიც მას ქალაქიდან ჩაუტანეს, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დახვრიტეს.
რომის პაპმა საყოველთაო აუდიენციის დროს ყველას მოუწოდა დაღუპულების სულებისა და უკრაინაში ომის შეწყვეტისთვის ლოცვისკენ.
პონტიფიკოსი უკრაინის დროშას ეამბორა და განაცხადა, რომ იგი მრავალტანჯული ქალაქ ბუჩიდან ჩაიტანეს. მან დამსწრე საზოგადოებას უკრაინელი ბავშვებიც წარუდგინა, რომლებიც სამშობლოში ომს გამოექცნენ.
უკრაინის ომის ბოლოდროინდელ ამბებს, ნაცვლად იმისა, რომ შვება და იმედი მოეტანა, ახალი სისასტიკეები მოაქვს, როგორიცაა ბუჩაში ხოცვა-ჟლეტა. ეს არის სისასტიკე, რომელიც სულ უფრო შემზარავია, მშვიდობიანი მოსახლეობის, დაუცველი ქალებისა და ბავშვების მიმართ- აღნიშნა რომის პაპმა.