42 დღეა ოკუპანტები სასტიკ დანაშაულებს სჩადიან უკრაინის ტერიტორიაზე.
ამ დროის განმავლობაში არცერთ დღესა და ღამეს არ ჩაუვლია რუსული ბომბების გარეშე. ბოლო საჰაერო იერიში იყო დნეპროპეტროვსკზე - დაბომბილია ნავთობის საცავი და ქარხნები, ქალაქებში მშვიდობიან მოქალაქეებს ისევ ცეცხლს უხსნიან.
400 ადამიანის ცხედარს ამ დრომდე ვერ პოულობენ გოსტომელში შესაბამისი უწყებები, თუმცა აქვთ დოკუმენტები, რომლებიც მათ გარდაცვალებას ადასტურებს.