უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჯოზეფ ბორელის გადაწყვეტილებით, ბრიუსელში ევროკავშირში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის 19 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
ჯოზეფ ბორელის განცხადებით, გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის ქმედებებზე პასუხია.
"რუსეთის უკანონო და დამაზიანებელი ქმედებები, რომელიც მიმართულია ევროკავშირისა და ცალკეული წევრი ქვეყნების ინტერესებისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ, მათ შორის, ვენის კონვენციის დარღვევა დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ, არ დარჩება გადამწყვეტი პასუხის გარეშე. დღეს მე პერსონა ნონ გრატად ვაცხადებ ევროკავშირში რუსეთის წარმომადგენლობის თანამდებობის პირებს იმ საქმიანობისთვის, რომელიც ეწინააღმდეგება დიპლომატიურ სტატუსს“ , - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.