დანია ქვეყნიდან 15 რუს დიპლომატს აძევებს

05 აპრილი 2022, 14:34 1052 ნახვა

დანია ქვეყნიდან 15 რუს დიპლომატს აძევებს. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპპე კოფოდმა განაცხადა. 

რუს დიპლომატებს დანია ჯაშუშობაში ადანაშაულებს. 

დანიის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურმა წლის დასაწყისში განაცხდა, რომ რუსეთის საელჩოში ჯაშუშობაში ჩართული დაზვერვის რამდენიმე ოფიცერი მუშაობდა.

ბუჩაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა და გერმანიამ განაცხადეს, რომ რუს დიპლომატებს ქვეყნიდა გააძევებდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი