ვლადიმერ პუტინი ომის დანაშაულისთვის სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს - ჯო ბაიდენი

04 აპრილი 2022, 19:48 1075 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ბუჩაში ომის დანაშაულისთვის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს.

ასევე განმარტავს, რომ ბუჩაში მომხდარის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გამკაცრდეს.

"ნახეთ, რაც მოხდა ბუჩაში. ჩემი აზრით, ეს ომის დანაშაულია. ეს ადამიანი არის სასტიკი და რაც მოხდა ბუჩაში, აღმაშფოთებელია. უნდა შეგროვდეს მტკიცებულებები და გაიმართოს ომის დანაშაულის სასამართლო. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის შეირაღების მიწოდება, მათ სჭირდებათ ბრძოლის გაგრძელება. მე გავაგრძელებ სანქციების დაწესებას. დეტალებს გაგაცნობთ“, - განაცხადა ბაიდენმა.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში