რუსმა სამხედროებმა ლუგანსკის რეგიონში ტაძარს ცეცხლი გაუხსნეს - ინფორმაციას უკრაინული მედია ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე განცხადებით, დაბომბვის შედეგად დაშავდა ორი მღვდელი.
"რუბიჟნეში წმინდა ლუკა ყირიმელის სახელობის ეკლესიას რუსული ჭურვი მოხვდა, რამაც ტაძრის სახურავი გაანადგურა. დაიჭრა იღუმენი, ასევე სხვა ეკლესიის მღვდელი, რომელიც იმ მომენტში ტაძრის ტერიტორიაზე იმყოფებოდა"- აცხადებს სერგეი გაიდაი.
მისივე თქმით, რუსი დამპყრობლები, ლუგანსკის რეგიონში, უზარმაზარი გარღვევისთვის ემზადებიან.