ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

04 აპრილი 2022, 10:02 837 ნახვა

ევროკავშირი ახალ სანქციებს ამზადებს: შესაძლოა რუსულს გემებს ევროკავშირის პორტებში შესვლა აეკრძალოს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე განაცხადა მზაობის შესახებ გაუწიოს მეტი დახმარება უკრაინას, ხოლო რუსეთს დაუწესდეს მეტი სანქცია.

საფრანგეთმა კი მოსკოვისთვის მაქსიმალური ეკონომიკური სანქციების დაწესება მოითხოვა, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა მოითხოვა მკაცრი სანქციების მეხუთე პაკეტის, რაც შეიძლება მალე შემოღება. ევროკავშირის უკვე არსებული სანქციები ითვალისწინებს 7 რუსული ბანკის საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან გათიშვას.

რუსეთისადმი ტექნილოგიური, თავდაცვითი, ენერგეტიკული, სატელეკომუნიკაციო და საავიაციო სფეროებში ექსპორტის აკრძალვას, რუსული ავიაკომპანიებისთვის ევროკავშირის სივრცეში ფრენის აკრძალვას, ასობით რუსი ოლიგარქისა და ჩინოვნიკითსვის მათი კუთვნილი აქტივების გაყინვას, მათ შორისაა რუსეთის პრეზიდენტიც.

ევროკავშირის ზოგი წევრი სახელმწიფოს ლიდერი, დამატებით სანქციების სახით სთავაზობს ინდივიდუალურ ზომებს მაგალითად, რუსული ხომალდებისთვის ევროკავშირის პორტებში შეცვლის აკრძალვას, ასევე ენერგომატარებლებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესებას, რასაც დიდი ხანია მოითხოვს უკრაინა. მოელიან, რომ ევროკავშირი რუსეთისადმი დამატებითი სანქციების განხილვას უკვე დღეიდან დაიწყებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში