20-მდე პირს შორის დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანის მკვლელობისა და რამდენიმეს დაჭრის ფაქტზე თბილისში 5 პირი დააკავეს.
გამოძიება ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, განზრახ მკვლელობის, დანაშაულის შეუტყობინებლობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე დაიწყო.