ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გათავისუფლებული ბუჩადან მშვიდობიანი მოსახლეობის წამებისა და მოკვლის ფაქტების ამსახველ კადრებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ევროკავშირი ეხმარება უკრაინას საერთაშორისო სასამართლოებში დევნის დაწყებისთვის აუცილებელი მტკიცებულებების შეგროვებაში.
შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირის მხრიდან სანქციების ახალი პაკეტი უკვე გზაშია.