მე ყოველთვის, ყველგან ვიმოქმედებ ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება

03 აპრილი 2022, 16:26 1204 ნახვა

„პირველივე დღეს, შემდეგაც, დღესაც და ხვალაც მე ყოველთვის, ყველგან ვიმოქმედებ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ინტერესების შესაბამისად და ამ გადაწყვეტილებას ვერევინ შემაცვლევინებს“, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ქობულეთში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ის, რაც არის მისაღები ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, ხალხის ინტერესებისთვის, მე მხოლოდ იმ პოლიტიკას გავატარებ. ეს არის ძალიან ერთმნიშვნელოვნად ნათქვამი და მინდა, რომ ეს განცხადება, ჩემი ეს სიტვა იქნას მკაფიოდ გაგებული“, - ამბობს ღარიბაშვილი.

ცნობისთის, კითხვა, რომელსაც პრემიერმა ამ განცხადებით უპასუხა, რუსეთის მიმართ სანქციებს შეეხებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი