ირაკლი ღარიბაშვილის პირველი კომენტარი სააკაშვილის საქმის განხილვაზე სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ

03 აპრილი 2022, 16:12 1417 ნახვა

მას შემდეგ, რაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საჩივარი განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ თემაზე პირველი კომენტარი ქობულეთში ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა

„სიცრუის, პროპაგანდის ცილისწამების საპასუხოდ, სტრასბურგმა გადაწყვიტა, რომ ყოველგვარი სპეკულაცია ერთ-ერთი პატიმრის მიმართ, თითქოსდა არასათანადო მოპყრობის შესახებ, არ იქნა დადასტურებული. პირიქით, დადასტურდა, რომ ყველაფერი ხდება კანონის შესაბამისად.

მე აღარ მინდა, რომ პატიმრებზე ვისაუბრო, ძალიან ბევრი გვაქვს ნალაპარაკები. ახლა ჩვენ საქმეზე უნდა ველაპარაკოთ ხალხს“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი