„გარდაცვლილი ადამიანებით სპეკულირებას თავი დაანებეთ“ - ირაკლი ღარიბაშვილის მოწოდება

03 აპრილი 2022, 15:39 1169 ნახვა

ქობულეთში ყოფნისას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პასუხი გასცა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ არ მივიდა ის უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების დაკრძალვაზე.

„მე კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ ყველას, რომ საერთოდ  გარდაცვლილი ადამიანებით სპეკულირებას თავი დაანებეთ. მე სამძიმარს ვუცხადებ ყველა გარდაცვლილის ოჯახს. მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი გულისტკივილი. სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მათი დაკრძალვა ღირსეულად მომხდარიყო, ისე, როგორც შეეფერებოდა ყოფილ სამხედრო ოფიცრებს და ვეტერანებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის - საქართველოს ტერიტორიის დაცვისთვის წარმოებულ ომებში იღებდნენ მონაწილეობას.

კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ყველას, მათ შორის პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს, რომ ამ უბედურებით, ტრაგედიით ნუ შევეცდებით გარკვეული დივიდენდების მიღებას. ეს არის უზნეობა. ეს არის ამორალობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი