დღეს რუსეთ უკრაინის ომის 39-დღეა. ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და კიევის მთელი ოლქი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია. მიუხედავად უკრაინის წინსვლისა, რუსეთის არმია ისევ ანადგურებს ქალაქებს, თავს ესხმის მშვიდობიან მოსალხეობას. უკრაინის პრეზიდენტი ისევ ითხოვს დახმარებას დასავლელი პარტნიორებისგან სამხედრო შეიარღების სახით.
გასული დღის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა მოწინააღმდეგე მხარის 2 თვითმფრინავი, 1 ვერტმფრენი, 1 უპილოტო საფრენი აპარატი და 4 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს.