ომის 38-ე დღე უკრაინაში

02 აპრილი 2022, 14:36 945 ნახვა

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ჯარი ჰოსტომელის აეროპორტს ტოვებს. აეროპორტი უკრაინის დედაქალაქთან ახლოს მდებარეობს და მისი დაკავებისთვის ბრძოლა ომის პირველივე დღეებში დაიწყო. აფეთქებების ხმა ისმის რუსეთის ფედერაციის მიერ დროებით ოკუპირებულ ენერგოდარში, ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გასაჯაროვდა კადრებიც, სადაც ჩანს როგორ მიმდინარეობს სროლა ქალაქის ცენტრში. მერიის წინ შეკრებილ მოქალაქეებს, რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განახლებული ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინის ტერიტორიაზე 17 800 რუსი სამხედრო მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია გენშტაბის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზეა გამოქვეყნებული. მათივე ცნობით, ამ დროისთვის განადგურებულია 631 ტანკი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში