ევროპარლამენტის პრეზიდენტი უკრაინაში ზელენსკის შეხვდა

02 აპრილი 2022, 11:43 1017 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ჩასულ ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა უკრაინის მხარდასაჭერად, ევროპული პარლამენტის კოორდინაციაზე ისაუბრეს. „თქვენ გმირობას ავლენთ, რადგან გმირობაა ამ დროს უკრაინაში ჩამოსვლა.განაცხადა ზელენსკი. რობერტა მეცოლა ასევე შეხვდა უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერს. რუსლან სტეფანჩუკთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ  ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. როგორც მეცოლამ ბრიფინგზე აღნიშნა, ევროპარლამენტი დაეხმარება უკრაინას ქალაქების აღდგენაში“ როდესაც ეს უკანონო, არაპროვოცირებადი და არასაჭირო ომი დასრულდება“. ამასთან, როგორც სტეფანჩუკმა აღნიშნა, განიხილეს დღის წესრიგში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში