უკრაინულმა ძალებმა კიევისა და ჩერნიგოვის რაიონებში 20-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს

01 აპრილი 2022, 17:08 1070 ნახვა

უკრაინულმა ძალებმა კიევისა და ჩერნიგოვის რაიონებში 20-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

პოლესიეს მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა აღადგინეს კონტროლი დემიდოვის, დიმერის, ლიტვინოვკას, გავრილოვკას, კოზაროვიჩის, ჟოვტნევოეს, გლებოვკას, იასნოგოროდკას, ტალაკუნის, სუხოლუჩიეს, ლიპოვკას, გავრონშჩინას, მაკოვიშჩეს, მიკოლავკას და ხმელნაიას დასახლებებზე.

ეს რეკორდული შედეგი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ'' – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე განცხადებით, რუსეთის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია უკვე დაკავებული პოზიციების დაცვაზე, ჯარების გადაჯგუფებასა და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაყვანაზე საბრძოლო შესაძლებლობების აღსადგენად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი