სომხეთი ვერ შეუწყობს ხელს უცხოელი ტერორისტების უკრაინაში სომხეთის ტერიტორიის გავლით გადაყვანას - ფაშინიანი

01 აპრილი 2022, 13:55 533 ნახვა

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი ვერ შეუწყობს ხელს უცხოელი ტერორისტების უკრაინაში სომხეთის ტერიტორიის გავლით გადაყვანას. ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტი Twitter-ზე წერს.

"აშკარაა, რომ სომხეთი, რომელმაც ორი წლის წინ მთიან ყარაბაღში დაქირავებული ტერორისტების ჩართვა განიცადა, არასდროს შეუწყობს ხელს უცხოელი ტერორისტების უკრაინაში გადაყვანას და განლაგებას სომხეთის ტერიტორიის გავლით", - წერს ფაშინიანი.

11 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებებში მოხალისეების ჩართვას აპირებდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი