საგრანტო შეთანხმება

01 აპრილი 2022, 10:32 892 ნახვა

დანია საქართველოს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების განვითარებაში დაეხმარება, შესაბამისი შეთანხმება დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და დანიის მთავრობებს შორის გაფორმდა.

დოკუმენტის მიხედვით, დანია საქართველოს 2023 წლამდე ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების განვითარებაში 2 მლნ ევროს გრანტით დაეხმარება.

ხელმოწერამდე მინისტრებმა განიხილეს ორი ქვეყნის  სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში