ევროპარლამენტის პრეზიდენტი კიევშია

01 აპრილი 2022, 10:01 702 ნახვა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი უკრაინის დედაქალაქ კიევში იმყოფება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

რობერტა მეცოლამ  „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე „უკრზალიზნიცის“ მატარებლის ფონზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით : "კიევისკენ მიმავალ გზაზე". მანამდე, El Espanol-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტის პრეზიდენტი უკრაინაში ვიზიტს გეგმავდა.

მეცოლასთან დაახლოებულმა პირებმა ვიზიტის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს, მაგრამ დეტალებზე საუბრისგან "მისი უსაფრთხოების მიზნით" თავი შეიკავეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი