უკრაინაში რუსეთის აგრესიას 153 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა 

01 აპრილი 2022, 11:05 861 ნახვა

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის დაწყების შემდეგ უკრაინაში 400-მდე ბავშვი დაზარალდა, მათგან 153 დაიღუპა, 245-ზე მეტი კი დაშავდა.

პროკურატურის ინფორმაციით,  საომარი მოქმედებების ადგილებსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაზარალებული ბავშვების შესახებ ყველა მონაცემის დასადგენად მუშაობა გრძელდება.

უწყების ცნობით, ქალაქ მარიუპოლში, კიევის, ჩერნიგოვისა და ლუგანსკის რეგიონების გარკვეულ ტერიტორიებზე, დაშავებულებისა და დაღუპულების ზუსტი მონაცემების დადგენა ამ ეტაპზე რთულია. 

პროკურატურის მიერ მიღებული მონაცემებით, ბავშვები ყველაზე მეტად შემდეგ რეგიონებში დაზარალდნენ: კიევის ოლქი - 73, დონეცკი - 65, ხარკოვი - 53, ჩერნიგოვი - 43, ნიკოლაევი - 30, ლუგანსკი - 31, ზაპოროჟიე - 22, ხერსონი - 29, სუმი - 16, ჟიტომირი - 15 და დედაქალაქ კიევში - 16 ბავშვი.

31 მარტს მძიმე დაზიანებებით გარდაიცვალა ლუგანსკში 2 წლის გოგონა, რომელიც 7 წლის ძმასთან ერთად მძიმედ დაშავდა. რუსმა სამხედროებმა საცხოვრებელ სახლს ჭურვი ესროლეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი