ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უპასუხოდ არ დარჩება - ნიკოლაი კობრინეცი

01 აპრილი 2022, 10:30 626 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული „უპასუხისმგებლო“ სანქციები უპასუხოდ არ დარჩება.

ნიკოლაი კობრინეცის ​ თქმით, სანქციები თავად ბლოკის ინტერესებში არ შედის.

„ევროკავშირის ქვეყნებში, ალბათ, გააცნობიერებენ, რომ დაპირისპირება მათ ინტერესებში არ შედის. ბრიუსელის უპასუხისმგებლო სანქციები უკვე უარყოფითად მოქმედებს რიგითი ევროპელების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მზად არიან ისინი საკუთარი ჯიბიდან გადაიხადონ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებისთვის, ევროპის თანამშრომლობისა და სტაბილურობის რეგიონიდან კონფლიქტის ზონად გარდაქმნისთვის? მე ასე არ ვფიქრობ“, - განაცხადა ნიკოლაი კობრინეცმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი