უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის დავით გობეჯიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში მიმდინარეობს. მისი ცხედარი ვარშავიდან თბილისში დღეს გამთენიისას ჩამოასვენეს.
დავით გობეჯიშვილი 4 დღის წინ ირპენთან სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა. ის მეოთხე ქართველი ჯარისკაცია, რომელიც უკრაინაში რუსულ სამხედრო აგრესიას შეეწირა.
დაღუპულ მებრძოლს კვირას ტყიბულში დაკრძალავენ.