საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინა და რუსეთი უკვე ერთი თვეა მოლაპარაკებებს მართავენ, უკვე მეექვსედ მხარეები ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ხვალ იმსჯელებენ, რომელიც ონლაინ ფორმატში წარიმართება.
უკრაინის დელეგაციის წევრი დავით არახამია იმედოვნებს, რომ ერთ კვირაში შესაძლებელი გახდება უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები შეხვედრის ორგანიზება. ამ საკითხზე სტამბოლში გამართულ ბოლო შეხვედრაზეც იმსჯელეს.
თუმცა უკრაინის მხარის მოთხოვნაა აუდიენცია არ შედგეს რუსეთის ან ბელარუსის ტერიტორიაზე. რაც შეეხება უკრაინის ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით შესაძლო რეფერენდუმის საკითხს, არახამიას თქმით, ეს უკრაინელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და ის ხანმოკლე პროცესი არ იქნება.
იმისათვის, რომ ცეცხლი შეწყდეს, მხარეებს შორის სავარაუდოდ 6-პუნქტიან შეთანხმებას მოეწერება ხელი.
წინასწარი განცხადებების თანახმად, მოლაპარაკებების პროცესში ცეცხლის შეწყვეტას არც რუსეთი აპირებს და არც უკრაინა.