პარლამენტის თავმჯდომარე ევროპის პარლამენტში სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის პრეზიდენტ ირაქსე გარსია პერეზს შეხვდა. ხაზი გაესვა „ქართულ ოცნებასა“ და სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფს შორის არსებულ განსაკუთრებით მტკიცე კავშირებსა და საერთო ევროპული ღირებულებების მხარდაჭერას. ისაუბრეს საქართველოს განაცხადზე ევროკავშირის წევრობაზე, საქართველოში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებსა და რუსულ აგრესიაზე უკრაინაში. სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფის პრეზიდენტმა გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი.