ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ავსტრიულ - რუმინული ენერგეტიკული კომპანიის OMW Petrom - ის დელეგაციას შეხვდა. განიხილეს კომპანიის ის საქმიანობა , რომელიც საქართველოში შავი ზღვის შელფში ბუნებრივი აირების მარაგების მოძიების პროცესის დაწყებას ითვალისწინებს. შეხვედრაზე ითქვა, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში OMW Petrom - ი სამგანზომილებიან სეისმურ საძიებო სამუშაოებს განახორციელებს.