რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებას კიევი მხოლოდ უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების სრული გაყვანის პირობით დათანხმდება. თურქეთში დაპირისპირებული მხარეების მორიგიმოლაპარაკების მიუხედავად, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ომის 35-ე დღეს რუსეთის საბრძოლო მოქმედებებს მშვიდობიანი მოქალაქეები ისევ ეწირებიან. ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს „წითელი ჯვრის“შენობასაც.