ქალაქ ნიჟინის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა - უკრაინული მედია

30 მარტი 2022, 15:00 563 ნახვა

რუსი ოკუპანტების მიერ ქალაქ ნიჟინის  დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე თქმით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა 10 კერძო სახლი, 3 დაინგრა, ასევე დაზიანდა მანქანები და ავტოფარეხები.

ალექსანდრე კოდოლას განცხადებით,  ქალაქში 29 მარტის 20:00 საათიდან 31 მარტის 05:00 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს. აკრძალულია ქუჩებში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, ვაჭრობის ობიექტებზე დარჩენა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში