ოკუპანტებმა მარიუპოლის სამშობიაროს პერსონალი და პაციენტები რუსეთში გაიტაცეს - მედია

29 მარტი 2022, 23:00 863 ნახვა

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის მე-2 სამშობიარო სახლის პერსონალი და პაციენტები გაიტაცეს და რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"ოკუპანტები განაგრძობენ ქალაქის მცხოვრებლების გატაცებას. 70-ზე მეტი ადამიანი მეორე სამშობიაროდან გაიტაცეს. ესენი არიან სამედიცინო პერსონალი და პაციენტები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, გატაცებული და რუსეთის ტერიტორიაზეა გადაყვანილი 20 ათასზე მეტი მცხოვრები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი