საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკრაინისადმი სოლიდარობისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. მხარდამჭერები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეიკრიბნენ. მოქალაქეებმა უკრაინის დროშებითა და ბანერებით სოლიდარობა გამოხატეს უკრაინელი ხალხის მიმართ.