რუსეთი არ აპირებს ქველმოქმედებას, დასავლეთ ევროპის ქვეყნები თუ არ გადაიხდიან, არ იქნება გაზი - პესკოვი

29 მარტი 2022, 10:09 813 ნახვა

რუსეთი არ აპირებს ქველმოქმედებას და დასავლეთ ევროპისთვის გაზის უფასოდ მიწოდებას, არ იქნება გადახდა, არ იქნება გაზი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

„მე არ ვიცი, რა მოხდება, როდესაც ისინი ამ შესაძლებლობაზე უარს იტყვიან. როგორც კი საბოლოოდ გადაწყვეტილება გვეცოდინება, ჩვენ შევისწავლით, რისი გაკეთება შეიძლება. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ კუთხით არ ვაპირებთ ქველმოქმედებას და დასავლეთ ევროპისთვის გაზის უფასოდ გაგზავნას“, – განაცხადა პესკოვმა.

მანამდე, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უარი განაცხადეს ვლადიმერ პუტინის მოთხოვნაზე, ბუნებრივი აირის საფასური რუსული რუბლით გადაიხადონ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი