ქალაქში ომის დაწყებიდან თითქმის ხუთი ათასი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 210 ბავშვი - მარიუპოლის მერი

28 მარტი 2022, 22:18 1024 ნახვა

ომის დაწყებიდან მარიუპოლში თითქმის ხუთი ათასი ადამიანი დაიღუპა, მათგან 210 ბავშვი, - ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, მრავალსართულიანი და კერძო საცხოვრებელი სახლების 90% დანგრეული ან დაზიანებულია. ქალაქში მთლიანად დანგრეულია სამი საავადმყოფო, ერთი პოლიკლინიკა და ერთი სამშობიარო. 

მერის განცხადებით, ქალაქში ახლა დაახლოებით 170 ათასი ადამიანი რჩება.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დედაქალაქში 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მისი მონაცემებით, მსხვერპლთა შორის ოთხი ბავშვია, 16 დაშავებული ბავშვი კი საავადმყოფოში იმყოფება.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი