მძიმე ომის მეორე თვე უკრაინაში. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ქალაქი ირპენი რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ბრძოლები გრძელდება ბუჩასა, გოსტომელშიც. რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინიდან 4 მილიონამდე ადამიანი ლტოლვილად იქცა. ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა საპორტო ქალაქი მარიუპოლი და მერის განცხადებით, მისი სრულად ევაკუაცია უნდა განხორციელდეს. რუსი ოკუპანტები უტევდნენ ხარკოვის ოლქსაც.