უკრაინის დედაქალაქში უცხოელი დიპლომატები ბრუნდებიან. კიევში სლოვენიამ თავის დიპლომატი ბოშტიან ლესიაკი დააბრუნა. ამის შესახებ ტვიტერის საკუთარ ბლოგში უკრაინაში სლოვენიის საელჩო წერს. „ქალაქი ცარიელია.
შორიდან განგაშისა და აფეთქებების ხმა ისმის. სხვა მხრივ, მათი ცხოვრება, ვინც დედაქალაქში დარჩა ნორმალურად მიდის“ - ამის შესახებ კიევში დაბრუნებულმა სლოვენიელმა დიპლომატმა განაცხადა.
ერთი კვირის წინ სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა იანეზ იანშიმ უკრაინის დედაქალაქში თავისი დიპლომატების დაბრუნება დაანონსა.
სლოვენიის ხელისუფლება ევროკავშირის სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს მისგან მაგალითი აიღონ.