ოკუპანტების მიერ გატაცებული რამდენიმე მერი გარდაცვლილი იპოვეს - ზელენსკი

28 მარტი 2022, 14:26 816 ნახვა

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ზოგიერთი უკრაინელი მერი, რომლებიც ოკუპანტებმა გაიტაცეს, ცოცხალი აღარ არის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა. 

"ისინი იტაცებენ ჩვენი ქალაქების მერებს. მათ ზოგი მოკლეს. ზოგს ვერ ვპოულობთ. ზოგი უკვე ვიპოვეთ და ისინი მკვდრები არიან'' - ამბობს ზელენსკი. 

პრეზიდენტის თქმით, რუსეთის არმია ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმავე მეთოდებს იყენებს, რაც  2014 წელს დონბასში გამოიყენეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი