,,რუსეთი, რა თქმა უნდა, ყველაფერს დაკარგავს, აფხაზეთსაც - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტის კითხვაზე - რატომ იქცევა ვლადიმერ პუტინი ასე? უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ პუტინის გეგმები არასტრატეგიულია. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის ჟურნალისტებს უამბო რა ხდება უკრაინაში , მათ შორის მარიუპოლში.
რუსეთის როსკომნადზორმა კი რუსულ მედიას უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ჩაწერილი ინტერვიუს გაშუქება აუკრძალა. რაც შეეხება თავად ინტერვიუს შინაარს, უკრაინის პრეზიდენტმა რუს ჟურნალისტებთან ვრცელ ინტერვიუში უსაფრთხოების გარანტიებსა და ნეიტრალიტეტზე ისაუბრა.
ზელენსკის თქმით, სწორედ ნეიტრალური სტატუსი და არაბირთვული სტატუსი იყო რუსეთის პირველი პრინციპული პუნქტი. ზელენსკის თქმით, უკრაინას შეუძლია რეფერენდუმზე მიიღოს გადაწყვეტილება ნეიტრალურ სტატუსზე, მაგრამ კონსტიტუციაში შესაბამის ცვლილებებს მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება.