უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში საჰაერო თავდასხმის სიგნალია ჩართული

28 მარტი 2022, 10:19 1120 ნახვა

უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში საჰაერო იერიშის საგანგაშო სიგნალია ჩართული. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში, ლუცკში, როვნოში, ხარკოვსა და ჟიტომირში მასშტაბური აფეთქებები მოხდა.

ვოლინის სამხედრო ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ რუსული რაკეტები ნავთობის საცავს მოხვდა.  ასევე ვრცელდება ცნობები ჩერნობილში კვლავ გაჩენილი ხანძრების შესახებ - საუბრობენ ცეცხლისა და რადიოაქტიური დაბინძურების გავრცელების საფრთხეზე.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდობით უკრაინული მედია იტყობინება, რომ კიევს გადასატანი საჰაერო თავდაცვის სისტემების, "სთარს-თრიქის" პირველი პარტია უკვე გადაეცა.

უკრაინული მედია წერს, რომ 26 მარტს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის, 70 რაკეტა გაუშვა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალები კიევის მახლობლად, ჩრდილო-დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან ცდილობენ უკრაინის არმიის პოზიციების გარღვევას, რათა კონტროლი დაამყარონ ავტომაგისტრალებსა და დასახლებულ პუნქტებზე.  

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან 1 119 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 1 790 კი დაიჭრა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი