საომარი ვითარების პარალელურად გრძელდება მოქალაქეების ევაკუაცია. უკრაინის ვიცე პრემიერის, ირინა ვერეშუკის ინფორმაციით, ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან რუსეთის ტერიტორიაზე იძულებით 40 000 მშვიდობიანი მოქალაქე გადაიყვანეს. მან ასევე თქვა, რომ მძიმე ვითარებაა დონეცკსა და ლუჰანსკში, საიდანაც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის 2 ჰუმანიტარული დერეფანი უნდა მოეწყოს.
დღეს ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის მცდელობა იქნება მარიუპოლშიც.