მთიან ყარაბაღში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა

27 მარტი 2022, 13:51 1950 ნახვა

რუსული საჯარისო ფორმირებების ყარაბახიდან უკრაინაში გადაყვანის შემდეგ, კონფლიქტურ რეგიონში ვითარება დაიძაბა.

გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა დაიწყეს სომხური თემების შევიწროვება.

გუშინ, თვითგამოცხადებულ მთიან ყარაბაღში, სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა. შესაბამის ბრძანებულებას ხელი მოაწერა რეგიონის ხელმძღვანელმა.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გაკეთდა განცხადება აზერბაიჯანის არმიის მიერ რუსეთის სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში შესვლის შესახებ. უწყება იტყობინება, რომ აზერბაიჯანმა უპილოტო საფრენი აპარატი „ბაირაქტარით“ ოთხი დარტყმა განახორციელა დასახლებულ პუნქტ ფურუხის მახლობლად.

მთიანი ყარაბახის ხელისუფლება რუსეთს თხოვს, რომ კონფლიქტურ რეგიონში გაზარდოს  სამხედრო ძალების რაოდენობა.

მოსკოვმა ბაქოს უკვე მოუწოდა, გაიყვანოს ჯარები.  

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი