თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ თურქეთი მზადაა, ის რუსი ოლიგარქები, რომელთა წინააღმდეგაც სანქციებია დაწესებული, ქვეყანაში მიიღოს მანამ, სანამ მათი ბიზნესსაქმიანობა იქნება საერთაშორისო კანონმდებლობის ჩარჩოებში.
მან ხაზი გაუსვა, რომ თუ მათი ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონს, „მაშინ ეს სხვა ამბავია.”