უკრაინის ყველა დიდ ქალაქთან ოკუპანტები უკან იხევენ - ომის 31-ე დღე

26 მარტი 2022, 12:17 1118 ნახვა

ომის დაწყებიდან 31-ე დღე რუსეთის არმიისთვის წარუმატებელი შეტევების ფონზე მიმდინარეობს. რუსული მხარის ინფორმაციით, ე.წ. სპეცოპერაციის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა, თუმცა ფაქტები საპირისპიროს მოწმობს.

რუსეთის გენშტაბში ამბობენ, რომ ახლა აქცენტი დონბასის სრულ განთავისუფლებაზე გაკეთდება. სავარაუდოდ, ეს არის პირველი მინიშნება, რომ რუსეთი ომის მიზნებს ამცირებს. ფაქტია, რომ ყველა დიდ ქალაქთან ოკუპანტები უკან იხევენ.

ამასთან, პენტაგონის მტკიცებით, რუსულ მხარეს აღარ აქვს სრული კონტროლი ხერსონზე. პარალელურად ხარკოვის აღმოსავლეთით უკრაინელი სამხედროები კიდევ ორ სოფელს ათავისუფლებენ.

ამის მიუხედავად, რუსული ავიაცია აგრძელებს იერიშს მშვიდობიან მოქალაქეებზე.

ცოტა ხნის წინ, ოკუპანტებმა ჭურვი ისროლეს კიევშიც. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა ობიექტზე მოხდა აფეთქება და არის თუ არა მსხვერპლი. რუსმა ოკუპანტებმა საარტილერიო იერიში მიიტანეს ჟიტომირის დასახლებაზეც, მთლიანად დაინგრა ერთი საცხოვრებელი კორპუსი. ავიაიერიშების სამიზნე წუხელ კვლავ იყო ჩერნიგოვი  და ხარკოვი. სოციალურ ქსელში ცოტა ნის წინ გავრცელდა კადრები მელიტოპოლიდან,  სადაც ჩანს, თუ როგორ გადაადგილდება მძიმე ტექნიკა  დე ფაქტო ოსეთის დროშებით, სავარაუდოდ სეპარატისტები მარიუპოლის მიმართულებით მიემართებიან.   

დიდი ალბათობით, რუსეთი გააგრძელებს მძიმე სარაკეტო თავდასხმებს ქალაქის ტიპის დასახლებებში, რათა შეზღუდოს მისი ისედაც მნიშვნელოვანი დანაკარგები, მშვიდობიან მოსახლეობაში კიდევ უფრო მეტი მსხვერპლის გამოწვევის ფასად, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული დაზვერვა ავრცელებს.

მათი ცნობით, რუსეთი აგრძელებს უკრაინის რამდენიმე საკვანძო ქალაქის ალყას მათ შორის ხარკოვის, ჩერნიგოვისა და მარიუპოლის.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი