ბათუმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან დაკავშირებით სავარაუდოდ ტენდერი შეჩერდება, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. აკაკი ზოიძის თქმით, ტენდერის შეჩერებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. საპარლამენტო უმცირესობის წევრის რომან გოცირიძის აზრით, ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოს პრივატიზაციას „კორუფციის სუნი ასდის“ და პრივატიზაციის პროცესის სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს.