დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ, უახლეს სადაზვერვო ანგარიშს აქვეყნებს. BBC ინფორმაციით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკრაინამ კიევის აღმოსავლეთით, ქალაქებისა და თავდაცვითი პოზიციების ხელახლა დაკავება შეძლო.
სამინისტროს განცხადებით, ასევე წარმატებას მიაღწიეს კიევის ჩრდილო-აღმოსავლეთით რუსული ძალების უკან დახევაში.