ნატოს სამიტი

24 მარტი 2022, 14:24 597 ნახვა

ნატოს სამიტზე მსოფლიო ლიდერები განიხილავენ რუსეთის პრეზიდენტის უკრაინაში შეჭრის შედეგებს, ჩინეთის როლს კრიზისში და გადაწყვეტენ ნატოს შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების მომავალ ნაბიჯებს. ცოტა ხნის წინ სხდომის მონაწილეებს  ვოლადიმერ ზელენსკიმ ონლაინ მიმართა.  

"აღარასოდეს, გთხოვთ, არასოდეს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი არ აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს. ჩვენ ვაჩვენეთ თუ რა შეუძლია ჩვენს სტანდარტებს. და რამდენი შეგვიძლია მივცეთ საერთო უსაფრთხოებისთვის ევროპასა და მსოფლიოში"  - განაცხადა მიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა.  

დღეს შეკრებილები განიხილავენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მოიცავს ნატოს ოთხი ახალი საბრძოლო ჯგუფის განთავსებას ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში; ნატოს პოზიციის გაძლიერებას ყველა სფეროში, უკრაინის დამატებითი მხარდაჭერის უზრუნველყოფას და სხვა პარტნიორების მხარდაჭერის გაძლიერებას, რუსეთის ზეწოლის რისკის ქვეშ, მათ შორის საქართველოსა და ბოსნია - ჰერცეგოვინასთვის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი