უკრაინაში, ომში დაღუპულ გმირებს, გამთენიისას, ოჯახის წევრები და რიგით მოქალაქეები სანთლებით და მუხლმოდრეკილები დახვდნენ, თბილისის აეროპორტში იმყოფებოდა ქვეყნის პრეზიდენტიც.
უკრაინის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი სამხედროების ოჯახები დილიდან იღებენ სამძიმარს.
დავით რატიანი საკუთარ სახლში მიასვენეს, გია ბერიაშვილის ცხედარი კი ოჯახის გადაწყვეტილებით, თემქის სასაფლაოზე ტაძარშია დასვენებული.