დღეს ბრიუსელში ნატოს, ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ სამიტები გაიმართება. ლიდერები განიხილავენ რუსეთის პრეზიდენტის უკრაინაში შეჭრის შედეგებს, ჩინეთის როლს კრიზისში და გადაწყვეტენ ნატოს შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების მომავალ ნაბიჯებს.
ნატოს საგანგებო სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას გენერალურმა მდივანმა წინასწარ გააჟღერა ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც ლიდერები დღეს იმსჯელებენ.
ეს გადაწყვეტილებები მოიცავს ნატოს ოთხი ახალი საბრძოლო ჯგუფის განთავსებას ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში;
ნატოს პოზიციის გაძლიერებას ყველა სფეროში, უკრაინის დამატებითი მხარდაჭერის უზრუნველყოფას და სხვა პარტნიორების მხარდაჭერის გაძლიერებას რუსეთის ზეწოლის რისკის ქვეშ, მათ შორის საქართველოსა და ბოსნია - ჰერცეგოვინასთვის.