რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს ლუგანსკის რაიონზე, ფოსფორის ბომბები ჩამოაგდეს რუბიჟნიში. ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი გაიდაი ადასტურებს.
მისივე განცხადებით, შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაიჭრა.
დაბომბვის შედეგად დაზარალდნენ სევეროდონეცკის, ლისიჩანსკაიას, რუბიჟნეს, კრემენნაიას, ნოვოდრუჟესკის, ვოევოდოვკას მაცხოვრებლები. ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშეა 35 დასახლებული პუნქტი.
დაბომბვის შედეგად გასული დღე-ღამის განმავლობაში დაზიანდა ან მთლიანად განადგურდა 50-მდე კერძო და მრავალბინიანი სახლი.