ბრძოლა თავისუფლებისთვის, არა ადამიანურობისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის წინააღმდეგ. რუსი ოკუპანტები არ ინდობენ მშვიდობიან მოქალაქეებს. ცეცხლს უხსნიან პროდუქტების მაღაზიის რიგში მყოფებს და განურჩევლად ბომბავენ ობიექტებს. რუსულ აგრესიას უამრავი მსხვერპლი ჰყავს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთს მხოლოდ 3 დღის მარაგი აქვს დარჩენილი როგორც საკვების, ისე საბრძოლო მომარაგების თვალსაზრისით. რუსეთის ულტიმატუმების მიუხედავად, უკრაინა აგრძელებს ბრძოლასა და წინააღმდეგობას იმედით, რომ რუსეთს არ აქვს რესურსი, რითაც ინტენსიურ შეტევებს განახორციელებს.