ომი უკრაინაში - დღე 27

22 მარტი 2022, 18:12 726 ნახვა

ხარკოვის რაიონში რუსებმა ტანკიდან ესროლეს ავტომობილს, რომელშიც ოჯახი იმყოფებოდა . დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის ცხრა წლის ბავშვი- ინფორმაციას, უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი სოციალური ქსელში ავრცელებს. მათი მონაცემებით, ნიკოლაევის რაიონში დაბომბვების შედეგად დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, საიდანაც მაშველებმა სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, მათ შორის შვიდი წლის ბავშვის.პროკურორის ოფისის ინფორმაციით, 22 მარტის მდგომარეობით, რუსეთის აგრესიის გამო, უკრაინაში სულ დაღუპულია 117 ბავშვი და დაშავებულია 155. მათივე ცნობით, რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვების შედეგად დაზიანებულია 548 სასწავლო დაწესებულება, რომელთაგან 72 სრულად არის განადგურებული. რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვების შედეგად დაზიანებულია 548 სასწავლო დაწესებულება, რომელთაგან 72 სრულად არის განადგურებული. რუსმა ოკუპანტებმა სევერო დონეცში დაცხრილეს მაღაზია.  გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშვებულები , დაჭრილებიც. ამ წუთებში  სამაშველო სამუშოები მიმდინარეობს და დგინდება მათი რიცხვი.  რუსმა სამხედროებმა  ცეცხლი რიგებში  მდგომ ადამიანებს გაუხსნეს.  უკრაინის ჟიტომირის ოლქში  რუსმა ოკუპანტებმა  საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს ორ დასახლებულ პუნქტს. განადგურებულია 3 და დაზიანებულია 10  კერძო საცხოვრებელი სახლი და 2 სამეურნეო ნაგებობა.  ამის შესახებ  უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო სამსახური იტყობინება. უწყების განცხადებით, დაღუპულები ან დაშავებულები არ არიან.   მძიმე ვითარებაა ქალაქ ჩერინგოვში. საოკუპაციო ძალებმა დიდი რაოდენობით ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი გაანდგურეს.  იქ მცხოვრებლებს არ მიეწოდებათ წყალი და ელექტრო ენერგია. შეზღუდული რეჟიმით მუშაობს მაღაზიების ნაწილი.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი